|
2020-12-21 12:52:12, 527 ნახვა
საზოგადოება
როდის ღირს იპოთეკური და სამეწარმეო სესხის აღება?
იპოთეკური სესხი ადამიანის ცხოვრებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას. ზოგიერთი მათგანი შეიძლება ყოველდღიურობის ნაწილი იყოს, თუმცა არის ისეთებიც, რომელიც იშვიათად ხდება და ცოვრების რიტმს გვირევს. ასეთია, მაგალითად, ოჯახის შექმნა, ახალი ბინის შეძენა, პირველი მანქანის შეძენა, დამოუკიდებლად ბიზნესის დაწყება და სხვა. ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია პირველადი კაპიტალი ყოველთვის გვქონდეს, თუმცა თანხას ყოველთვის არ ვაგროვებთ, ხშირ შემთხვევაში კი მოგროვილი თანხა საკმარისი არ არის. გამოსავალი სესხის აღებაა, თუმცა იშვიათია ბანკისგან დიდი რაოდენობის სესხი აიღოთ და ამის სანაცვლოდ რაიმე ქონების დაზღვევა არ მოგთხოვოთ. ასეთ დროს ბანკი ალტერნატივად გვთავაზობს გავაკეთოთ იპოთეკური სესხი, ხოლო თუ ბიზნესის დაწყება გვაქვს ჩაფიქრებული საუკეთესო შესაძლებლობა სამეწარმეო სესხი შეიძლება იყოს. სტატიაში გაგაცნობთ რას წარმოადგენს აღნიშნული ტიპის სესხები და როდის ღირს მათი აღება. იპოთეკური სესხი იპოთეკური სესხი გაიცემა უძრავი ქონების უზრუნველყოფის პირობით და წარმოადგენს გრძელვადიან კრედიტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ უკვე გაქვთ ბინა, თუმცა გადაწყვიტეთ საფუძვლიანი რემონტი ჩაუტაროთ, თუმცა საკმარისი რაოდენობის თანხა არ მოგეძიებათ, შეგიძლიათ ისარგებლოთ იპოთეკური სესხის შეთავაზებით, რომლის დროსაც სპეციალური პირობით იღებთ კონკრეტული თანხას განსაზღვრული ვადით, სანაცვლოდ კი თქვენს უძრავ ქონებას, მაგალითად ბინას, დებთ თავდებში. იპოთეკური სესხის მთავარი მახასიათებელი, მისი მიზნობრიობაა: კრედიტის აღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც თქვენი მიზანი უძრავი ქონების შეძენაა. იპოთეკური სესხი საკმაოდ მოსახერხებელია, თუკი მუდმივი შემოსავალი გაქვთ და შეძლებთ სესხი დაფარვას დადგენილი ხელშეკრულების მიხედვით. თუ უახლოეს მომავალში გადაწყვეტილი გაქვთ იპოთეკური სესხის აღება, მნიშვნელოვანია გავიაზროთ ვალდებულებები, რომლის შესრულებაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აუცილებლად მოგვიწევს. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, შემოსავალი რამდენად სტაბილური და გრძელვადიანია და რა რისკების წინაშე დავდგებით გადაუხდელობის შემთხვევაში. სესხის აღებისას, აუცილებლად გაეცანით სხვადასხვა ბანკების შეთავაზებებს და აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მისაღები პირობებით. ყურადღება მიაქციეთ სესხის გაცემასთან დაკავშირებულ საკომისიოებს, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, გადაუხდელობის ან წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში საჯარიმო სანქციებს, სესხის დაფარვის გრაფიკებს და ვადას. კარგად გაეცანით ხელშეკრულების პირობებს, რათა მომავალში რაიმე უზუსტობას არ ჰქონდეს ადგილი და მშვიდად იყოთ. სამეწარმეო სესხი თუ გადაწყვეტილი გაქვთ ბიზნესის დაწყება, ან არსებული ბიზნესის გაფართოება, სამეწარმეო სესხი ნამდვილად კარგი ალტერნატივაა, თუმცა საკმაოდ განსხვავდება სხვა სახის სესხებისგან. მნიშვნელოვანი საპროცენტო განაკვეთია, რასაც ბევრი სხვადასხვა დეტალი განსაზღვრავს და სხვადასხვა ბანკში შესაძლოა განსხვავებული იყოს, ამიტომ ამ შემთხვევაში, აუცილებლად განიხილეთ ალტერნატივები და ყურადღებით გაეცანით სასესხო ხელშეკრულებას. სამეწარმეო სესხის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება ბევრი სხვადასხვა დეტალით, მაგალითად: ბიზნეს გეგმა - საქმიანობის წამოწყება ბიზნეს გეგმის გარეშე შეუძლებელია. ის მოქმედებს სესხის დამტკიცებასა და საპროცენტო განაკვეთზეც. სანამ სესხზე განაცხადს შეავსებთ, საჭიროა გქონდეთ ბიზნეს გეგმა, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მენეჯმენტის, მარკეტინგული კვლევებისა და მიმდინარე შემოსავლების გეგმის შესახებ. ბიზნეს საქმიანობა - ზოგიერთი ბიზნეს საქმიანობა შესაძლოა სხვადასხვა საფინანსო კომპანიაში მაღალი რისკის შემცველად შეაფასონ და სესხის დამტკიცების შანსი შეგიმცირდეთ. სესხის დამტკიცების შემცირების რისკი არსებობს ასევე მაშინ, თუკი ახლა იწყებთ ბიზნეს საქმიანობას. როგორც წესი, მინიმალური მოთხოვნა არის 3 წლიანი გამოცდილება ბიზნეს საქმიანობის განხორციელებაში. თუ ორგანიზაცია სტარტაპია, შესაძლოა სესხი არ დაუმტკიცონ. ასეთ შემთხვევაში ალტერნატივად რჩება საკრედიტო ბარათით სარგებლობა ან ენჯელ ინვესტორის მოძიება. საკრედიტო ისტორია - საკრედიტო რეიტინგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს როგორც კრედიტის დამტკიცების შესაძლებლობას, ასევე საპროცენტო განაკვეთს. იმისათვის რომ სესხი დაბალ პროცენტში მიიღოთ, საჭიროა გქონდეთ დადებითი საკრედიტო ისტორია - არ გქონდეთ ვადაგადაცილება სესხზე და დროულად იხდიდეთ ვალდებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში რთული იქნება სესხის მიღება და ის გაცილებით მაღალ საპროცენტო განაკვეთში იქნება. ფულადი ნაკადების სტაბილურობა - სანამ სესხს დაგიმტკიცებთ, საკრედიტო კომპანია უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი არის სტაბილური და ზრდადი. ეკონომიკური კლიმატი - ზოგიერთი ფაქტორის კონტროლი შესაძლებელია, თუმცა ზოგიერთი ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება, რაც შეიძლება ზეგავლენას ახდენდეს სესხის საპროცენტო განაკვეთზე. ზოგჯერ ეკონომიკური კლიმატი განსაკუთრებულად იდეალურია ბიზნესის ზრდისთვის.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)