|
2020-12-21 12:40:14, 470 ნახვა
საზოგადოება
სმარტფონის დამატებითი მოწყობილობები, რომელიც უკეთეს შესაძლებლობას გაგიხსნით
დღეს არსებული რეალობა ბევრად განსხვავდება იმისგან, რაც აქამდე ოდესმე ყოფილა. ერთგვარ გარდამავალ პერიოდში გვიწევს ცხოვრება, თანამედროვე ტექნოლოგიების მასიურად ათვისების ხანაში. ათიოდე წლის წინ გახსოვთ როგორი ტელეფონი გქონდათ? და ახლა იფიქრეთ რა შეიძლება იყოს 10 წლის შემდეგ. ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ცვლის ერთმანეთს. მობილური კი ის აუცილებელი მოწყობილობაა, რასაც ყოველთვის თან ვატარებთ და მხოლოდ დარეკვის გარდა, უამრავი დამატებითი გამოყენების ფუნქცია აქვს. ერთ პატარა „ყუთში“ უთვალავი შესაძლებლობაა, რასაც წლების წინ ალბათ ვერ კი წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი რეალობის ნაწილი გახდებოდა. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, იზრდება ჩვენი მოთხოვნა - რაც შეიძლება მეტი ფუნქცია და შესაძლებლობა ქონდეს ჩვენს სმარტფონს. ამის მოგვარებაზე ბრენდები მუდმივად ფიქრობენ და არსებობს დამატებითი საშუალებები, რაც ახლა უკვე, სმარტფონების განუყოფელი ნაწილია. სტატიაში მოგიყვებით, რომელი დამატებითი მოწყობილობა შეიძლება შეარჩიოთ თქვენი სმარტფონისთვის. ჭკვიანი საათი ჭკვიანი საათი საკმაოდ პოპულარული და მოსახერხებელი მოწყობილობაა დღეს. მისი მოხმარება მარტივია, კომფორტული და ელეგანტური. ჭკვიანი საათი გაძლევთ შესაძლებლობას, მარტივად განახორციელოთ ზარი, მიიღოთ ახალი შეტყობინება ან სულაც შეამოწმოთ დრო. ძალიან პრაქტიკულია მძღოლებისთვის, ვინაიდან არ არის აუცილებელი ტელეფონის გამოყენება, რადგან ბლუთუზის მეშვეობით უკავშირდება მას და ავტომატურად ამისამართებ შეტყობინებებს. ბლუთუზ ყურსასმენი თუ ხართ გეიმერი, ან უბრალოდ მუსიკას ხშირად უსმენთ, აუცილებელი დეტალი რა თქმა უნდა ყურსასმენია. როგორც წესი, სმარტფონებს თან ახლავს ძალიან მაღალი ხარისხის ყურსასმენები, რომელსაც არ ჭირდება კაბელი და ბლუთუზის მეშვეობით უკავშირდება ტელეფონს. ვინაიდან, კაბელი შეიძლება მალე გაფუჭდეს და აუცილებლად ფუჭდება, უსადენო ყურსასმენი საკმაოდ პრაქტიკული გამოსავალია. პორტატული დინამიკი მუსიკის მოსმენა უშუალოდ ტელეფონშიც და ყურსასმენშიც შეგიძლიათ, თუმცა წარმოიდგინეთ, რომ მოულოდნელად სამეგობრომ პატარა წვეულების მოწყობა გადაწყვიტეთ, ან ფილმის ყურება ტელეფონში. ასეთ დროს, მხოლოდ ტელეფონის ხმა საკმაოდ დაბალი შეიძლება იყოს, ძლიერი დინამიკი კი შედარებით დიდ მოცულობას იკავებს და დიდი ალბათობით მუდამ თან არ გექნებათ, სადაც წახვალთ. საუკეთესო გამოსავალია იქონიოთ პორტატული დინამიკი, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი ხმა და ძალიან პრაქტიკულია სადმე წასაღებად. ტელეფონის შტატივი სელფის გადასაღებად ყველა გამოგვიყენებია სელფის ჯოხი, რომელიც ამ სიაში ვერ მოხვდა, თუმცა მოხვდა შტატივი, რომელიც ბევრად კომფორტული და საკმაოდ მარტივია გამოსაყენებლად. შტატივის მეშვეობით მარტივად შეძლებთ სწორ პოზიციაში დააყენოთ მობილური და გადაიღოთ სასურველი კადრი. სმარტოფნის ობიექტივი თუ თქვენი ტელეფონი კარგ სურათებს იღებს, თუმცა თქვენ ბევრად უკეთესის გადაღება გსურთ და არ გინდათ დიდი თანხის გადახდა, სმარტფონის პატარა ობიექტივი იდეალური გადაწყვეტილებაა. მისი საშუალებით, გააუმჯობესებთ გადაღებული სურათების ხარისხს. გამოსაყენებლად უმარტივესია, უბრალოდ უნდა დაუმაგროთ ტელეფონს და სასურველ ლოკაციაზე გაეშუროთ გადასაღებად. როგორც ფოტოკამერებში, აქაც სხვადასხვა ტიპის ობიექტივის შეძენა შეგიძლიათ განსხვავებული ეფექტების მისაღებად, როგორიცაა: Fisheye, Macro, Zoom, Portrait. პორტატული დამტენი თუ ქალაქიდან გასვლა გადაწყვიტეთ ან თქვენი სამუშაო მაგიდა დენის წყაროსთან არ მეგობრობს, პორტატული დამტენი თქვენი სმარტფონის იმედი და მეგობარი იქნება. როგორც წესი, დამტენის დიზაინი შექმნილია მაქსიმალური კომფორტისთვის და ძალიან პრაქტიკულია გამოსაყენებლად, რომელიც დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ შეძლებს თქვენი სმარტფონის სიცოცხლისკენ მობრუნებას.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)