|
2020-12-21 10:36:08, 530 ნახვა
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი, 35 928 ახალი შემთხვევა, გამოვლინდა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 35 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. კვირას ქვეყანაში ვირუსით კიდევ 326 ადამიანი გარდაიცვალა. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, რომ შემთხვევების „მკვეთრი და მოულოდნელი ზრდა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“. მანვე აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, უკავშირდება თუ არა ახალი შემთხვევების ზრდა ქვეყანაში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ სახეობას. შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში გასულ კვირას კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ექსპერტების განცხადებით, ის გაცილებით სწრაფად ვრცელდება. აღნიშნულის გამო დიდ ბრიტანეთთან ფრენები რამდენიმე ქვეყანამ უკვე აკრძალა, მათ შორის გერმანიამ, იტალიამ, საფრანგეთმა და სხვებმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)