2020-12-21 09:05:11, 588 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო მოსმენები დღეიდან იწყება
პარლამენტში მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო მოსმენები დღეიდან იწყება. პლენარულ სხდომაზე ნდობის მისაღებად ახალი მთავრობა ამ კვირაშივე წარსდგება.
როგორც უკვე ცნობილია ახალ მთავრობაში მხოლოდ ერთი ცვლილება იქნება. კერძოდ, შეიცვლება მხოლოდ იუსტიციის მინისტრი, რომლის თანამდებობაზეც გოჩა ლორთქიფანიძეა წარდგენილი.
შესაძლოა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებაც განხორციელდეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის მიმართულება კვლავ ცალკე გამოეყოს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან