2020-12-21 08:56:47, 517 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 77 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 77 მილიონს გადააჭარბა.
ამის შესახებ მონაცემებს Worldometers ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ19“-ის 77 169 553 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ადამიანი 54 088 550 გამოჯანმრთელდა, პაციენტი კი 1 699 562 გარდაიცვალა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ვირუსის გავრცელების მხრივ პირველ ადგილს აშშ იკავეს, მას კი ინდოეთი, ბრაზილია და რუსეთი მოსდევენ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან