01:41 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-19 16:27:40, 645 ნახვა

საზოგადოება
საახალწლო ილუმინაციები შეზღუდვების საათებში არ გამოირთვება

დღეიდან ქალაქში საახალწლო ილუმინაციები არ გამოირთვება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ მოქალაქეების თხოვნის საფუძველზე მიიღო.

მანვე დასძინა, რომ კორონავირუსი ვერ მოკლავს ახალ წელს.

„მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ჩვენ საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ დარგის სპეციალისტების, ეპიდემიოლოგების მოთხოვნების გათვალისწინებით,რათა დავიცვათ ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლის უსაფრთხოება, დღეს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ზოგადად რა არის ჩვენი მთავარი იარაღი პანდემიასთან საბრძოლველად? - ეს არის კარგი განწყობა, სულიერი სიმხნევე, ადამიანების სითბო და სიყვარული. როგორ უნდა უნდა შევხვდეთ ახალ წელს შეშინებულები და დათრგუნულები? - რა თქმა უნდა არა, ჩვენი მომავლის რწმენა, იმედი სადრესასწაულო მორთული ქუჩები, რა თქმა უნდა დაასუსტებს ამ უხილავ მტერს. ნაძვის ხის ანთების დროს ვთქვი და მინდა გავიმეორო, ხალისი, ბავშვების ჟრიამული, კისკისი, ეს არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ამ ვირუსს.

მას შემდეგ, რაც მე გამოვთქვი სურვილი, რომ შეზღუდვების დრო გამოირთოს საახალწლო ილუმინაციები, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ შეზღუდვის მიუხედავად, მაინც დაგვეტოვებინა ღამის საათებში საახალწლო განათებები. რომ დავფიქრდეთ, ვინ ნახულობს ღამის განათებებს, როდესაც საკომენდატო საათი იწყება და დღესაც გვქონდა მერიაში ბევრი მსჯელობა, როგორც მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ, იმიტომ რომ გუშინ ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ არ გამოგვერთო ღამით საახალწლო ილუმინაციები. ვმსჯელობდით, რომ განათებებს ნახულობს ის ადამიანები, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ყველაზე სტრესულ მდგომარეობაში, ექიმები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე, პოლიციელები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოებასა და წესრიგზე, ჟურნალისტები, ეს არის თბილსერვისის თანამშრომლები, მეხანძრე მაშველები, ოჯახები, რომელთა აივნებიდან მოჩანს გამხიარულებული და ულამაზესი თბილისი. თითქოს თბილი და მყუდრო ქუჩები, ამ ადამიანების დაღლილობას სტრესს და მძიმე სამუშაოს მალამოდ დაედება, იმედით აღავსებს. ჩვენ ვითვალისწინებთ ამ მოთხოვნებს, თითოეული თბილისელის სურვილს, რომ დარჩეს თბილისი განათებული და შესაბამისად, დღეიდან ქალაქში საახალწლო ილუმინაციები არ გამოირთვება

კოვიდი ახალ წელს ვერ მოკლავს, ვერ ჩააქრობს სინათლეს და სიცოცხლის სურვილს ჩვენს გულებში, იმედს ჩვენს თვალებში და, რა თქმა უნდა, ვერ ჩაგვაბნელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics