2020-12-19 12:10:19, 1068 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსის 28 209 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსის 28 209 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 26,109 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 585 გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში გამოვლენილია დაინფიცირების 2 მილიონ 800 ათასზე მეტი შემთხვევა, მათ შორის 2 254 742 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 50,347 გარდაიცვალა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან