2020-12-19 12:01:36, 400 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში გასულ დღე-ღამეში კორონავრიუსის 249 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში გასულ დღე-ღამეში კორონავრიუსის 249 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 2 814 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 17 459 296 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 313 588 ადამიანი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ აშშ მსოფლიოში ვირუსის გავრცელებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით პირველ ადგილზეა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან