|
2020-12-19 10:10:13, 498 ნახვა
საზოგადოება
პანდემიის პირობებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დორტმუნდიდან პირველი ავიარეისი შესრულდა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საახალწლო პერიოდში ავიარეისების მიღება განაახლა. ცოტა ხნის წინ დეკემბერს, ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა პანდემიის პირობებში, დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პირველი ავიარეისი შეასრულა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ჯამში დღეს 181 მგზავრს მოემსახურა. მგზავრებს აეროპორტში ქალაქ ქუთაისის ახლადარჩეული მერი, იოსებ ხახალეიშვილი დახვდა. "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ორგანიზებით, როგორც გამფრენ, ისე ჩამომფრენ მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საახალწლო პერიოდში ფრენების განახლება, მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე მოსახლეობისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ გაზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ჩვეული ინტენსივობით აღდგება. ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი-დორტმუნდის საჰაერო ხაზზე საახალწლო პერიოდში 3 რეისს განახორციელებს. მომდევნო რეისები 25 დეკემბერს და 8 იანვარს შესრულდება. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის რეისი COVID 19-ის პანდემიის დროს დაწესებული ყველა რეგულაციით შესრულდა. "მოხარულები ვართ, რომ საახალწლო პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ავიარეისი განხორციელდება. დღეს ავიაკომპანია Wizz Air-მა პანდემიის პირობებში, დორტმუნდიდან ჩვენს აეროპორტში და პირიქით, რეგულაციების სრული დაცვით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. გვსურს მგზავრებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, COVID 19- ის პირობებში ფრენისას დაწესებული რეგულაციები: ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები, გამცილებლის გარეშე. გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ ბავშვისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. ასევე. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ შენობაში არ დაიშვებიან,-‘’განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯერის მოადგილე გაგა სანიკიძემ. გერმანიის ქალაქ დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისები 2016 წლიდან ხორციელდებოდა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე, უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ სახელმწიფო საზღვარზე, დაექვემდებარებიან 8 დღიან თვითიზოლაციას, PCR ტესტის არ ქონის შემთხვევაში, კარანტინის ნაცვლად, 12 დღიან თვითიზოლაციაში გადავლენ. რაც შეეხება საზღვრის კვეთის კუთხით გერმანიის მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს, ტურისტებისთვის, უვიზოდ მგზავრობა გერმანიაში ჯერჯერობით ნებადართული არ არის. შესვლაზე შეზღუდვა არ ვრცელდება ვიზის არსებობის შემთხვევაში. სხვა დანარჩენი პირებისათვის (ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი; მაღალკვალიფიციური მუშახელი, სტუდენტები რიგ შემთხვევაში) გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა დაშვებული იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)