11:04 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-29 14:31:51, 674 ნახვა

ეკონომიკა
გასული წლის სექტემბერთან შედარებით, წელს გადამუშავებული ყურძნის ოდენობამ იკლო

 

29 სექტემბრის მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, წელს გადამუშავებული ყურძნის ოდანობამ იკლო, რისი მიზეზიც რთველის გვიან დაწყებაა. ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამის მიზეზად უამინდობას ასახელებენ. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, 2014 წელს რთველი დაიწყო 27 აგვისტოს, ხოლო 2015 წელს 10 სექტემბრიდან. 2015 წლის 29 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 84 ათასი ტონა ყურძენი. 2014 წლის ამავე პერიოდში გადამუშავებული იყო 105 ათასი ტონა“. ჯერჯერობით უცნობია რა ტენდენცია დაფიქსირდება ჩასაბარებელი ყურძნის ოდენობაზე, რადგან რთველი ჯერ დასრულებული არ არის.

„ 2014 წელს ყურძენი ჩააბარა სულ 20 ათასამდე მევენახემ, წელს 29 სექტემბრისთვის 11 ათასამდე მევენახემ მიმართა ღვინის კომპანიებს ყურძნის ჩასაბარებლად“, - აღნიშნეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ამჟამინდელი მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 84 ათასი ტონა ყურძენი. რქაწითელი -39,5 ათასი ტონა, საფერავი 33,5 ათასი ტონა, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და 9 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 52 მლნ ლარს მიაღწია. სოფლის მეურნების მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 29 ათას ტონამდე. დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემებია: თელავი - 17,5 ათასი ტონა, ყვარელი - 15,5 ათასი, სიღნაღი - 7,3 ათას ტონა, ლაგოდეხი- 6,7 ათასი ტონა, საგარეჯო - 3,5 ათასი., ახმეტა - 2,2 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტონა. მისი თქმით, ამ ეტაპზე გადამუშავების პროცესში ჩართულია 67 კერძო და სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics