|
2020-12-18 19:31:33, 1045 ნახვა
საზოგადოება
როდის ჯობს ბუღალტერიის აუთსორსზე გატანა?
დღევანდელ რეალობაში ვითარდება არამხოლოდ ტექნოლოგიები, არამედ იცვლება მიდგომა სხვადასხვა საკითხების მიმართ, რაც უფრო მეტად მიმართულია კომფორტის შექმასა და პროდუქტიულობის გაზრდისკენ. ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, იქმნება ისეთი კომპანიები, ვინც აუთსორსზე ახორციელებენ კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელ საქმიანობას, რაც კომპანიის მენეჯერებსა და მფლობელებს აცილებს გარკვეულ თავის ტკივილს და უბიძგებს რესურსების ოპტიმიზაციისკენ. თანამედროვე სამყარო იცვლება და თუ გვინდა ჩვენი საქმიანობა არამხოლოდ გადარჩეს, არამედ გაიზარდოს, ფეხი უნდა ავუწყოთ ცვლილებებს და ერთ-ერთი პირველები ვიყოთ, ვინც სიახლეებს მიიღებს. თუკი ბიზნესს მართავთ, გარკვეული პერიოდის მანძილზე მაინც იძულებულები აუცილებლად იქნებოდით საფინანსო და ბუღალტრულ საქმეებში ჩართულიყავით, რათა ზუსტად გცოდნოდათ შემოსავლები, გასავლები კი ოპტიმალურად გადაგენაწილებინათ, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ბუღალტერია მთლად კარგად არც გცოდნოდათ. მენეჯერული საქმის წარმოებისას, ყველა სხვა საკითხთან ერთად, აუცილებელია ფასის განსაზღვრა, ხელფასების გაწერა, ოფისის ქირა, ყოველდღიური ფინანსები, მოულოდნელი დანახარჯები და მოსალოდნელი რისკისთვის მზაობა. თან წარმოიდგინეთ, პარალელურად ძალიან ბევრი დეტალი არ უნდა გამოგრჩეთ და ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციოთ. ასეთ დროს, საუკეთესო ალტერნატივა ბუღალტერიის აუთსორსზე გატანაა, რომელსაც გამოცდილი ბუღალტრული კომპანია ჩაიბარებს რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი გამოსავალი, ვიდრე ფინანსების ამბები მივანდოთ იმ ადამიანებს, ვინც ეს საქმე შეიძლება დაბადებიდან არა, თუმცა ნამდვილად საუკეთესოდ იციან და ვისი ნდობაც შეიძლება. ამის თვალსაჩინო მაგალითია ბუღალტრული კომპანია ენთები, რომლის გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ ერთი შეხედვით დალაგებული ფინანსების უკან, საკმაოდ დიდი ბუღალტრული ქაოსის აღმოჩენასა და მოწესრიგებაში, პარალელურად კი სხვადასხვა რჩევებითაც მოგამარაგებთ. ბუღალტერიის აუთსორსზე წარმოებისას მუშაობის პრინციპი მარტივია, თქვენს კომპანიას ბუღალტრული კომპანიიდან მიებმევა ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც სრულად შეისწავლის არსებულ დეტალებს, მოამზადებს რეპორტს, შეიტანს კორექტირებას არასასურველ დეტალებში და ამის შესახებ გაგაცნობთ თქვენ. ამის გავლის შემდეგ, უშუალოდ პროცესებში ჩაერთვება და საკუთარ თავზე აიღებს ფინანსურ საკითხებს. ამასთანავე, კავშირი გექნებათ კომპანიაში სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლებთან, ვინც მუდმივად კავშირზე იქნებიან და რჩევების სახით სხვადასხვა გაიდლაინებს შემოგთავაზებენ, როგორ ჯობს უკეთესად გამოწვევების გამკლავება. მუშაობის ასეთი ფორმის დროს, ბუღალტრული კომპანია აგვარებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საგადასახადო ვალდებულებების კონტროლი, დროული ბილინგი, ინვოისების კონტროლი, ჭკვიანური გამოქვითვები და რაც მთავარია მუდმივი კონსულტაციები ექსპერტებთან, რათა მოხდეს საქმიანობის სრული ოპტიმიზაცია. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ თანამშრომლობისას სასურველია თავადაც ჩაერთოთ პროცესებში, რადგან სხვა შემთხვევაში ბუღალტერი მხოლოდ მშრალ ციფრებზე იქნება დამოკიდებული. შეიძლება ზუსტად განსაზღვროს გასული თუ ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა, თუმცა საუკეთესო შედეგის დასადებად, კარგი იქნება თუ ბუღალტრულ კომპანიას ეცოდინება კონკრეტული მიზნები და რა ნაბიჯების გადაგმას გეგმავთ, რათა გაითვალისწინოს და საჭიროების შემთხვევაში ფინანსური რჩევები მოგაწოდოთ. შესაძლებლობა, რომ შეიძლება რესურსები ოპტიმალურად გაანაწილოთ და ამავდროულად სწორი დროის მენეჯმენტი განსაზღვროთ, სწორედ ისაა, რაც თანამედროვე ბიზნესების მთავარ მოქმედ ძრავს წარმოადგენს. საკმაო რაოდენობის ალტერნატივების ქონა კი, ის ფუფუნებაა, რომელსაც არსებული მსგავსი აუთსორს კომპანიები გვთავაზობენ და ერთიანი სინერგიით საერთო და საკუთარი მიზნების მიღწევაში გვეხმარება. თუ ჩვენი მხედველობის არეალს გავაფართოებთ, ბევრ შესაძლებლობას აღმოვაჩენთ, რომლის გამოყენება შეიძლება ჩვენი საქმიანობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი აღმოჩნდეს.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)