2020-12-18 19:06:31, 1054 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტი კიბერ თავდასხმის მსხვერპლი გახდა
აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტი კიბერ თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ენერგეტიკის დეპარტამენტმა აღნიშნული ფაქტი დაადასტურა.
შტატების უსაფრთხოებამ კიბერ თავდასხმაში სავარაუდო დამნაშავედ რუსეთის ფედერაცია დაასახელა, თუმცა რუსეთმა ბრალდება მალევე უარყო.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტი ბირთვული იარაღის მართვაზეა პასუხისმგებელი.
ასევე აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს Microsoft- მა აღმოაჩინა სისტემაში საეჭვო გარემოებები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,