11:04 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-29 13:35:54, 742 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ დანელიას მტკიცებით, ღვინის ექსპორტი სამჯერ გაიზარდა, კომპანიებში კი შემცირებაზე საუბრობენ

ოთარ დანელიას ბრიფინგს ქართული ღვინის კომპანიები გამოეხმაურნენ. ისინი წლევანდელი შედეგით უკმაყოფილონი არიან.

მათგან განსხვავებით რეალიზაციის ზრდაზე გააკეთა აქცენტი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი ქმით, ქართული ღვინის ექსპორტმა 2015 წლის დასაწყისთან შედარებით 3-ჯერ მოიმატა.

„2015 წლის 28 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 23,3 მლნ (0,75ლ) ბოთლი ღვინო. აქედან, მხოლოდ სექტემბრის თვეში ექსპორტზე გავიდა 3,5 მლნ ბოთლი, რაც მიმდინარე წლის ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია“, - განაცხადა ოთარ დანელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე განმარტებით, ექსპორტიორი ქვეყნების ძირითადი ხუთეულია: რუსეთი 12,1 მლნ ბოთლი, ყაზახეთი 3,4 მლნ ბოთლი, უკრაინა 1,9 მლნ ბოთლი, ჩინეთი 1,4 მლნ ბოთლი, პოლონეთი 1,1 მლნ ბოთლი.

ღვინის კომპანიებმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას“ აღნიშნეს, რომ ორ ძირითად ბაზარზე, რუსეთსა და უკრაინაში ეკონომიკური კრიზისის ფონზე შარშანდელთან შედარებით, გაყიდვები თითქმის გაუნახევრდათ.

“15 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილნი. ზოგადად ყველა ქვეყნის იმპორტი არის შემცირებული რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებაში. შარშანდელთან შედარებით გაყიდვები წელს საშუალოდ დაახლოებით 43- 44 % შემცირდა. ეს არის გამოწვეული მხოლოდდამხოლოდ საგარეო ფაქტორით. რაც ნიშნავს, რუსეთსა და უკრაინას შორის წელიწადნახევრიანი არასტაბილურ ურთიერთობას. ეს გამოიხატება საომარი მდგომარეობით. ეს კი გავლენას ახდენს ეკონომიკურ ვითარებაზე, რომელიც პირდაპირ ისახება შიდა საკურსო პოლიტიკაზე. ვალუტა გაუფასურდა და ხელფასები დარჩა იგივე, მსყიდველუნარიანობა არის დაცემული“, - აცხადებს ღვინის კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.

ექსპორტის კლებაზე საუბრობენ „თბილღვინოშიც“. კომპანიის დირექტორის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, შარშანდელთან შედარებით გაყიდვა 20 % შეუმცირდათ. რეალიზაციის მკვეთრი ვარდნა ამ შემთხვევაშიც ორ დიდ ბაზარზე, რუსეთსა და უკრაინაში არსებული ეკონომიკური კრიზისით არის გამოწვეული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics