15:50 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 18:29:05, 603 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - იგივე კაბინეტის ნომინირება კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი არაფრის სწავლას არ აპირებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, გიორგი გახარიას  მიერ პარლამენტისათვის მომავალ მინისტრთა კაბინეტის კანდიდატურების წარდგენას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, იგივე კაბინეტის წარდგენა და მომავალში ერთპარტიული პარლამენტის მიერ ამ კაბინეტის დამტკიცება კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი არაფრის სწავლას არ აპირებს.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ფიგურები, რომლებმაც შეცვალეს თეა წულუკიანი და სხვა ოდიოზური პირები, უბრალოდ ნომინალური ფუგურები არიან და მათ არ შესწევთ უნარი, რომ რაიმე გამოასწორონ.

 „იგივე კაბინეტის ნომინირება, თან გაყალბებული არჩევნების და ამ ერთპარტიული პარლამენტის მიერ ამ კაბინეტის დამტკიცება კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი არაფრის სწვალას არ აპირებს, რომ კაბინეტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფიგურები, რომლებმაც შეცვალეს წულუკიანი და სხვა ოდიოზური პირები, უბრალოდ ნომინალური ფიგურები არიან და რეალურად, ამ მთავრობას, არც უნარი შესწევს და არც სურვილი, რომ რაიმე გამოასწოროს, რომელიმე კრიზისი დაძლიოს, ან პოლიტიკური, ან ეკონომიკური ან ჯანდაცვის კრიზისი.

ამრიგად, ამ მთავრობის სერიოზულად აღქმა იქნება ძალიან რთული, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ მოსახლეობას მოუწევს მერე ამ ზარალის ნახვა და თავის თავზე წნევა ასეთი დამოკიდებულების ივანიშვილის მხრიდან“, - განაცხადა კაპანაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics