|
2020-12-18 17:28:56, 839 ნახვა
საზოგადოება
ღირს თუ არა მიკრო სესხის ან ავტო სესხის აღება სადღესასწაულო პერიოდში?
მიკრო სესხი დეკემბერში ახალი წლის მოლოდინთან ერთად იმატებს სხვადასხვა სახის ხარჯები, რაც ბოლოს, დღესასწაულის პერიოდში პიკს აღწევს. ირგვლივ ათასნაირი სახის ფასდაკლება და აქციაა, პროდუქტების და სხვა დანახარჯები რომ აღარ ვახსენოთ. ფული ყოველთვის გვჭირდება, თუმცა არის პერიოდები, როცა, რაც შეიძლება მოკლე დროში, კონკრეტული ოდენობის თანხა საფულეში არ მოიძებნება. არავის გვიყვარს ბანკის რიგში დგომა, განსაკურებით სადღესასწაულო პერიოდში, როცა საყიდლებზე გვეჩქარება და როცა შენი რიგი ბოლოსდაბოლოს მოვა, დამატებით ათასგვარი დოკუმენტის წარდგენა, მიზნობრიობის მითითება, სხვადასხვა პროცედურები და ისევ ლოდინი. ასეთ დროს, საუკეთესო ალტერნატივა მიკრო სესხი ანუ ექსპრეს სესხი, იგივე სწრაფი სესხია, რომლის დამტკიცებაც სახლიდან გაუსვლელად, ონლაინაა შესაძლებელი დღის ნებისმიერ მონაკვეთში და დახლოებით ნახევარი საათი სჭირდება პასუხის მიღებას. მიკრო სესხი შეგიძლიათ აიღოთ ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში და სწრაფი სესხის გამცემი კომპანიაში.
რა არის საჭირო მიკრო სესხის მისაღებად? სხვადასხვა კომპანიებს სხვადასხვა პირობები შეიძლება ქონდეთ კონკრეტულ სესხზე, თუმცა არის რამდენიმე საერთო პირობაც, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, სანამ განაცხადს შეავსებთ. მიკრო სესხის მისაღებად აუცილებელად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ პირობებს: უნდა იყოთ 20 წლის ან მეტის. იყოთ საქართველოს მოქალაქე და გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. გქონდეთ დადებითი საკრედიტო ისტორია - მიკრო სესხის აღებისას საკმაოდ დიდი ყურადღება ენიჭება ამ ნაწილს უნდა გქონდეთ გახსნილი საბანკო ანგარიში, სადაც თანხა ჩაგერიცხებათ. როგორც წესი, იდენტიფიკაციის დასადასტურებლად, მიკრო სესხის გაცემისას აუცილებელია კომპანიის ანგარიშზე 1 თეთრის გადარიცხვა თქვენი ანგარიშიდან, რათა უზუსტობას არ ჰქონდეს ადგილი. ავტო სესხი თუ სხვა ყველაფერთან ერთად, გადაწყვიტეთ მომავალ წელს ახალი ავტომობილით შეხვდეთ, თუმცა სასურველი მანქანის შესაძენად თანხა სრულად არ გაქვთ, შეგიძლიათ ავტო სესხი აიღოთ თქვენზე მაქსიმალურად მორგებული პირობებით. სესხის აღების პროცედურა ამ შემთხვევაშიც შედარებით მარტივი და ბევრად კომფორტულია. ავტომობლის შერჩევის შემდეგ, შეგიძლიათ კრედიტის განაცხადი შეავსოთ სასურველი საკრედიტო კომპანიის ვებ-გვერდზე ან ესტუმროთ ფილიალს. ავტო სესხის უპირატესობა საპროცენტო პირობებთან ერთად მდგომარეოს იმაში, რომ სესხის უზრუნველყოფა, ხდება ავტომობილის გირავნობით და მისი მართვის უფლება, რა თქმა უნდა, თქვენ გრჩებათ. პროცედურაც საკმაოდ გამარტივებულია და ამ შემთხვევაშიც საშუალოდ 30 წუთია საჭირო მის დასამტკიცებლად, როგორც ონლაინ, ასევე ფილიალში. რა არის საჭირო ავტო სესხის მისაღებად? როდესაც გადაწყვეტთ ავტო სესხი აიღოთ, პირველ რიგში შეამოწმეთ სხვადასხვა კომპანიების პირობები: გამოშვების წელი შეზღუდულია და სხვადასხვა კომპანიებში განსხვავდება, თუმცა ყველაზე მინიმუმი, რაც შეიძლება შემოგთავაზონ არის 1995 წელს გამოშვებული. ასევე, უნდა იყოთ მინიმუმ 21 წლის, თუმცა ზოგიერთი კომპანიაში 20 წლიდანაც შესაძლებელია განაცხადის შევსება და აუცილებელია გქონდეთ ყოველთვიური შემოსავალი. ავტო სესხის განაცხადის შევსებისას თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი. სესხის მოცულობა დგინდება ინდივიდუალურად, ავტოექსპერტის მიერ ავტომობილის მდგომარეობის, მარკისა და წლოვანების შეფასების მიხედვით. ასევე, თქვენ არ გჭირდებათ თავდებში მდგომი მესამე პირი. სესხის დამტკიცების შემდეგ დგება გრაფიკი, რასაც აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რათა მაქსიმალურად თავიდან აიცილოთ უზუსტობები, სურვილის შემთხვევაში კი შესაძლებელია წინსწრებით გადახდაც. ნებისმიერი სესხის დამტკიცებისას, წაიკითხეთ ხელშეკრულება სრულად, აუცილებლად გაეცანით ყველა პირობას და თქვენს უფლება-მოვალეობას. ასევე, მიაქციეთ ყურადღება სესხის კალკულატორს, სადაც შეძლებთ დაითვალოთ ზუსტად რა თანხის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად და რამდენად არის კომფორტული თვენთვის. შეამოწმეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი რამდენია და აქვს თუ არა რაიმე ფარული ხარჯი კომპანიას.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)