2020-12-18 14:29:38, 603 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიის ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებიან
ოპოზიციური პარტიის ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებიან.
დღევანდელი შეკრების გეგმა ოპოზიციის მომავალ სამოქმედო გეგმებს შეეხება.
ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „სამართლიანობისთვისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები უკვე მივიდნენ.
დეტალურად რას შეეხება საუბარი, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან