2020-12-18 13:39:39, 1041 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ში კორონავირუსის 233 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 270 ადამიანი გარდაიცვალა
აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 233 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 270 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 17 212 496-ს მიაღწია. ამასთან, 310 782-მდე გაიზარდა ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა საერთო რიცხვიც. აშშ-ში კორონავირუსისგან 10 291 126 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,