06:29 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 12:31:57, 578 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდა

გლდანის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობის მოთხოვნის საფუძველზე არაერთი პროექტი განახორციელა. მათ შორის, ლიფტების რეაბილიტაცია.

მიმდინარე წელს, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, 26 ამორტიზებული ლიფტი სრულად რეაბილიტირდა, 5 მისამართზე კი სამუშაოები მიმდინარეობს.

მათ შორის, ლიფტების მოდერნიზაციის სამუშაოები გლდანის პირველი მიკრორაიონის N14 კორპუსის II სადარბაზოში დასრულდა, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 33 228 ლარი გამოიყო. ასევე, სამუშაოები დასრულდა ამავე მიკრორაიონის  N21 კორპუსის VI სადარბაზოში, რომლის ღირებულება 31 544 ლარია. გლდანის მეორე მიკრორაიონის N38 კორპუსის IV სადარბაზოში ლიფტის მოწყობისთვის კი 31 108 ლარი დაიხარჯა.

სამუშაოების შედეგად, სრულად რეაბილიტირდა ლიფტი. შეიცვალა როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, მართვის კოლფი.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

პირველი მიკრორაიონის N14 კორპუსის ამხანაგობას, გამგეობის მიერ, მიმდინარე წელს სახურავის, წყალარინების ქსელის და რამდენიმე სადარბაზოს რკინის კარის, ასევე, ლიფტის  მოწყობის სამუშაოები დაუფინანსდა. ამხანაგობამ კი, ამ წესით განსაზღვრული შეგროვებული თანხით ამხანაგობის საერთო ქონებაში სხვადასხვა ტიპის სამუშაოები განახორციელა,  მათ შორის, კორპუსის მეორე სადარბაზოს შესასვლელი მოწესრიგდა.

აღნიშნულ მისამართზე ლიფტის რეაბილიტაციის დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics