11:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-29 12:08:09, 601 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა გასვლითი შეხვედრა სს “ქართული ლუდის კომპანიაში“ გამართა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიზნეს სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ხადურმა გასვლითი შეხვედრა სს “ქართული ლუდის კომპანიაში“ გამართა, რომელიც ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა.

მინისტრი კომპანიის ბრენდული ლუდებისა, ლიმონათების ჩამოსხმის პროცესს გაეცნო და საწარმოს კუთვნილი ლაბორატორია დაათვალიერა.  

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა არააქციზური პროდუქციის ელექტრონულ მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები გახდა. როგორც ცნობილია,  ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა მწარმოებელ კომპანიათა თხოვნა და სეზონურობასთან დაკავშირებით მარკირების დაწყების თარიღი 1 ნოემბრამდე გადაავადა.

„ფინანსთა სამინისტროს მიზანია, ბრძანების ამოქმედებამდე, ყველა დაინტერესებული მხარე კიდევ ერთხელ გაეცნოს მთავრობის არგუმენტებსა და წინადადებებს, ასევე საწარმოები მაქსიმალურად მზად შეხვდნენ აღნიშნულ პროცესს“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ნოდარ ხადურმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მთავრობის ამოცანაა აღნიშნულ სფეროში მოწესრიგდეს აღრიცხვა, ბიზნესს არ შეექმნას დამატებითი ბარიერები და მარკირების გამო პროდუქცია არ გაძვირდეს.

როგორც აღინიშნა, აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსებს სისტემის დანერგვას, რაც ნიშნავს, რომ უალკოჰოლო სასმელების წარმოების ხარჯები რჩება იგივე,  ამასთანავე, ეს თანხა არ დააკლდება არც ქვეყნის ცენტრალურ ბიუჯეტს, რადგან თანხას შემოსავლების სამსახური გაიღებს საკუთარი შემოსავლებიდან. ამასთან, მარკირების სისტემის დანერგვით, ბიზნესთან მიმართებაში შემცირდება საგადასახადო შემოწმებების ოდენობა, ვინაიდან ფისკალურ სამსახურებს ონლაინ რეჟიმში ეცოდინებათ ინფორმაცია და რისკები ამ სფეროში იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, ასევე მოწესრიგდება ე.წ. დანაკარგების თემა. მნიშნელოვანია, რომ ელექტრონულ მარკირებას არ დაექვემდებარება საექსპორტო საქონელი.

აღნიშნული სფეროდან მიღებული შემოსავლები მოხმარდება როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების და სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული სხვა მიმართულებების დაფინანსებას. 

როგორც ქარხნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, „ქართული ლუდის კომპანია“  მზადაა, სავალდებულო ელექტრონულ მარკირებას დაექვემდებაროს საწარმოს მიერ გამოშვებული უალკოჰოლო სასმელები. მათ ფინანსთა მინისტრს და მედიას აჩვენეს ქარხანაში დამონტაჟებული  მარკირებისთვის საჭირო აპარატურა და პროცესი, თუ როგორ მოახდება პროდუქციის მარკირება. ქარხნის დათვალიერების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა და კომპანიის წარმომადგენლებმა უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს.

ფინანსთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, ასეთი ტიპის შეხვედრები გაგრძელდეს უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებთან  რათა სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობით მოხდეს აღნიშნულ სფეროში მეტი გამჭირვალობის უზრუნველყოფა.  ფინანსთა სამინისტროს პოზიციაა, მუდმივად გაგრძელდეს მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყანაში დაცული იყოს ბიზნესინტერესები და არ შეიქმნას სირთულეები სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics