|
2020-12-17 13:43:22, 481 ნახვა
საზოგადოება
წინასაარჩევნოდ ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე მეტი შემოსავალი, 4,270,075 ლარი, „მთავარმა არხმა“ მიიღო
წინასაარჩევნოდ ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე დიდი შემოსავალი - 4,270,075 ლარი „მთავარმა არხმა" მიიღო. აღნიშნული კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზმა აჩვენა. „მთავარ არხზე" ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფმა წუთში საშუალოდ 5,583 ლარი შეადგინა. ამავე არხზე ფასიანი პოლიტიკური დროის 66.2% „ნაციონალურ მოძრაობას" დაეთმო, რაც არხის შემოსავლების 62.9%-ს შეადგენდა. წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით მეორე ადგილზე „ტელეიმედია", რომლის შემოსავალმაც 3,327,974 ლარი შეადგინა, ხოლო არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფი წუთში საშუალოდ 3,902 ლარი იყო. „ტელეიმედზე" ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური დრო - 71.6% „ქართულ ოცნებას" დაეთმო, რაც არხის შემოსავლების 67.5%-ს შეადგენდა. „რუსთავი 2"-ის შემოსავალმა ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან 2,065,163 ლარი შეადგინა, ხოლო არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფი წუთში საშუალოდ 3,672 ლარი იყო. „რუსთავი 2"-ზე ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის დრო - 67.4% „ქართულ ოცნებას" დაეთმო, რაც არხის შემოსავლების 60.9%-ს შეადგენდა. „ტვ პირველის" შემოსავალმა 1,865,753 ლარი შეადგინა, ხოლო არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფი წუთში საშუალოდ 3,978 ლარი იყო. „ტვ პირველზე" ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური დრო - 37.1% „სტრატეგია აღმაშენებელს" დაეთმო, თუმცა, არხის შემოსავლების ყველაზე დიდი წილი „ლელო საქართველოს" ეკუთვნის - 27.6%. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი მაუწყებლები ვალდებული არიან წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის გამოყოფილი საეთერო დროის თაობაზე კომუნიკაციების კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია, თუ რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი და გაწეული მომსახურება. 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი სწორედ მაუწყებლების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)