06:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 17:28:29, 630 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ამნისტიის შესახებ მიღებული კანონპროექტით საზოგადოებრივი უსაფრთხოების დონე დაცული იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პირველი რეზოლუცია, რომელსაც მეათე მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შეეხება.

მისი თქმით, პარლამენტი სამი მოსმენით მიიღებს კანონპროექტს ამნისტიის შესახებ, რომელიც ორი მთავარი ამოცანის შესრულებას უზრუნველყოფს.

„საქართველოს პარლამენტის პირველი რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ დავამტკიცებთ იქნება საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ, რომელშიც მკაფიოდაა მოცემული ჩვენი საგარეო კურსისა და საქართველოს მისწრაფების შესახებ დასავლურ ოჯსახთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასევე მოგეხსენებათ, რომ ინიცირდება კანონპროექტი ამნისტიის შესახებ. ეს არის ჰუმანური აქტი. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ გვქონდა მე-9 მოწვევის პარლამენტის ფარგლებში შეხვედრა ოჯახის წევრებთან, რომლებიც ამნისტიასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს აყენებდნენ. ასევე, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტი ტრადიციულად, თავის უფლებამოსილების ფარგლებში ზრუნავს პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის შესახებ.

საბოლოო ჯამში, სამი მოსმენით მიღებული იქნება ისეთი კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანის შესრულებას. პირველი - ეს არის ჰუმანური აქტი, ამნისტია და პატიმრების დაბრუნება, რესოციალიზაცია საზოგადოებაში. მეორე - ამ აქტით საზოგადოებრივი უსაფრთხოების დონეც დარჩეს დაცული და მან არავითარი უარყოფითი ზეგავლენა არ მოახდინოს ამ მიმართულებით. შესაბამისად, საკითხი მიჰყავთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ კომიტეტებს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამომწურავი მსჯელობის შემდეგ, სამი მოსმენით მივიღოთ ეს კანონპროექტი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics