|
2020-12-16 13:28:37, 546 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ჩვენ გვინდა ერთიანობით სავსე ახალი წელი, სოლიდარობით სავსე თბილისი
„ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ საახალწლო განწყობას კოვიდი ვერ და არ მოერიოს. ეს საახალწლო დღეები მინდა იყოს სიყვარულით, თანადგომით და სითბოთი აღსავსე“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, შექმნილი პანდემიის და მისგან გამოწვეული უამრავი ნეგატივის თუ პრობლემის ფონზე, დიდი მნიშვნელობა აქვს სოლიდარობას და იმ ოჯახების დახმარებას, ვისაც ამ პირობებში ყველაზე მეტად გაუჭირდა. „ძალიან მძიმე წელი გამოვიარეთ. ახალი რეალობა შეიქმნა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მე მხედველობაში მაქვს არსებული პანდემია, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და იძულებით გვიწევს უამრავ ნეგატივთან და სტრესთან შეგუება. პირველი შოკის და დაბნეულობის მერე, ყველანი ვცდილობთ ადაპტაციას ახალ წესებთან და ვირუსის გამო შექმნილ პრობლემებთან გამკლავებას. რამდენიმე დღეში ახალი წელი მოდის. ახალი, იმედიანი მოლოდინი გვაქვს ყველას. რა თქმა უნდა, უნდა შევქმნათ ეს განწყობა. ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ საახალწლო განწყობას კოვიდი ვერ და არ მოერიოს. ეს საახალწლო დღეები მინდა იყოს სიყვარულით, თანადგომით და სითბოთი აღსავსე. ჩვენ გვინდა ერთიანობით და სოლიდარობით სავსე თბილისი. სოლიდარობა, ერთმანეთში გვერდში დგომა, ერთმანეთის მხარდაჭერა - ამაზე მაგარი არაფერი არ არის. როგორც ქალაქის მერს, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, ნამდვილად მეამაყება, რომ პანდემიის პირობებში, თუნდაც პირველი ტალღის დროს, მთელი თბილისი გაერთიანდა იმისთვის, რომ გვერდში დავდგომოდით იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა. ეს პროცესი ახლაც გრძელდება და ნამდვილად საამაყოა. მინდა თითოეულ თბილისელს, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რადგან ჩვენ ერთად ვეხმარებით მათ, ვისაც სჭირდება თანადგომა. ამის მაგალითი არის პროდუქტებით უზრუნველყოფა, რომელიც უკვე დაწყებული გვაქვს. ათი ათასობით ოჯახს დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. ამასთან, კახა კალაძის თქმით, ახალი, 2021 წლის და ზოგადად, საახალწლო დღეების სლოგანი იქნება „სოლიდარობით სავსე ახალი წელი“. „გახსოვთ, როგორი თანადგომის, გუნდურობის მაგალითი გვანახეს ახალგაზრდებმა 13 ივნისს, როდესაც ყველაზე მეტად გაუჭირდა ჩვენს ქალაქს და გვახსოვს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო ტრაგედიის დღეებში. მაშინ მგლოვიარე თბილისის ნუგეში ჩვენი ერთობა იყო. სტიქიის და ტრაგედიის წინააღმდეგ დადგა ყველა, ვისაც როგორ და რა შესაძლებლობებიც გააჩნდა. იგივე გვინდა ახლაც, იმიტომ, რომ სოლიდარობაშია ძალიან დიდი ძალა და გადარჩენა. ჩვენ ჰაერივით გვჭირდება ერთობა, ერთიანი საზეიმო განწყობის შექმნა, კეთილი სიტყვა, კეთილი გულით გაკეთებული საქმეები, რომ ბავშვები არ დაითრგუნონ, მოხუცებმა მიტოვებულად არ იგრძნონ თავი. თბილისელებს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს დაძაბულობა და შფოთი მოეხსნათ და თუნდაც სულ პატარა საზეიმო განწყობა შეიქმნას. სოლიდარობა გადაგვალახინებს შიშსაც, პანდემიასაც. ჩვენ ახალი იმედებით დავიწყებთ ახალ წელს - ყველა ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით. ამ ახალი წლის და საახალწლო დღეების სლოგანი იქნება „სოლიდარობით სავსე ახალი წელი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)