02:29 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 12:16:39, 342 ნახვა

საზოგადოება
თბილისში მცხოვრებ 32 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

თბილისში მცხოვრებ 32 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტი, მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც სრულდება.

 

„დღეს 32 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა ფართები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში - ისანში, ნაძალადევში, მთაწმინდასა და გლდანში. ეს იმ სახლების დაკანონებაა, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში, შვილებითა და შვილიშვილებით ცხოვრობენ, მათ თაობები გაზარდეს და გარკვეული მიზეზების გამო, დაკანონებას ვერ ახორციელებდნენ. ეს ვერ შეეხება იმ კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც ადამიანი სახელმწიფოს მიწას მიიტაცებს, იტყვის ჩემიაო და დაკანონებას მოგვთხოვს. ეს ორი განსხვავებული შემთხვევაა. რაც ჩვენი დაპირება იყო, მას ვასრულებთ და ბოლომდე გვერდით დავუდგებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც თანადგომა სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, სოზარ სუბარის მიერ გაკეთებული განცხადების ინტერპრეტაციაზეც ისაუბრა, თითქოს, ის წინასაარჩევნო პერიოდში, აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს იმ ტერიტორიის დაკანონებას ჰპირდებოდა, სადაც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა.

 

„გუშინ სოზარ სუბარის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო - ის, რაზეც სოზარ სუბარი საუბარობს,  ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო 2017 წელს, რასაც, რა თქმა უნდა,  ვასრულებთ და მომავალშიც ბოლომდე მივყვებით. ჩვენი დაპირება, რაზეც სოზარ სუბარი საუბრობდა, შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics