13:42 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 11:25:40, 1074 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კონცეპტისა“ და Visa-ს ერთობლივი პროექტი - „დილის კონცეპტი" გრძელდება

თიბისი კონცეპტისა და Visa-ს ერთობლივის პროექტი - „დილის კონცეპტი" გრძელდება. შეხვედრების სერიის მეორე ნაწილში ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს საშუალება გაქვთ თქვენი დღე სხვადასხვა სფეროს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრით დაიწყოთ.

ახალმა რეალობამ დღის რუტინა ერთფეროვანი გახდა. ამიტომ, თიბისი კონცეპტის გუნდმა გადაწყვიტა, დილის განსხვავებული კონცეფცია შეექმნა. ენერგიული, შთაგონებითა და დადებითი ემოციებით დატვირთული დილა, მთელ დღეს განსაზღვრავს. ახალი წამოწყება დაგეხმარებათ საინტერესოდ დაიწყოთ დღე, აღმოაჩინოთ ახალი ინტერესის სფერო თუ ადამიანები.

თემები და სპიკერები თანამედროვე ადამიანების საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე შეირჩა.

მომდევნო შეხვედრების მასპინძელი და მოდერატორი საერთო სამუშაო სივრცის - Impact Hub Tbilisi და ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალის - ZEG - Tbilisi Storytelling Festival თანადამფუძნებელი - ქეთი ებანოიძე იქნება.

პროექტის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები Glovo-ს მიტანის სერვისზე სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ - 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღე, დილის 08:00-დან დღის 12:00-მდე, Glovo-ს პარტნიორი  ნებისმიერი სუპერმარკეტიდან ან კვების ობიექტიდან შეკვეთისას და თიბისი კონცეპტის (Status) Visa Platinum, Visa Gold ან Visa Infinite  ბარათით გადახდისას, ყოველ დახარჯულ 20 ლარზე, 5 ლარს Glovo-ს ანგარიშზე დაიბრუნებენ.

პროექტის შესახებ სრული ინფორმაციისა და შეხვედრებზე დასასწრები ბმულის სანახავად ეწვიეთ ბმულს - https://fb.me/e/25mqeGyrJ

შემდეგი 3 სესიის თემები და განრიგი ასეთია:

  • 17 დეკემბერი - 9:30-10:30

ოთო ბერიშვილი - აჭარა ჯგუფი | Collective Development CEO

ადაპტაცია და ინოვაცია ბიზნესსექტორში

  • 18 დეკემბერი - 9:30-10:30

ქეთო გიორგობიანი - „კაშკაში", თავის მოვლის ორგანული ბრენდის თანადამფუძნებელი

ბიზნესწამოწყება პანდემიის დროს

  • 22 დეკემბერი - 09:30-10:30

ნანა დიხამინჯია - კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის პროფესორი

განათლება ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ჭრილში





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics