2020-12-16 09:35:57, 403 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში მკაცრი კარანტინი ამოქმედდა
გერმანიაში მკაცრი კარანტინი ამოქმედდა..ქვეყნის მასშტაბით დახურულია სკოლები, სავაჭრო ობიექტები, მუშაობას აგრძელებენ მხოლოდ სასურსათო მაღაზიები.
გერმანიის ხელისუფლება მოუწოდებს დამსაქმებლებს, რომ დასაქმებულები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.
როგორც BBC წერს, აღნიშნული შეზღუდვები გერმანიაში 10 იანვრამდე იმოქმედებს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან