|
2020-12-15 21:48:48, 516 ნახვა
პოლიტიკა
ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები თბილისის მერს მწვავედ აკტირიკებენ
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ქალაქ თბილისის მერიას, შეაჩეროს ძალადობრივი ნგრევა და ის მოქალაქეები, რომლებიც ფაქტობრივად დარჩენ უსახლკაროდ, დროულად "ქალაქ თბილისის მერიის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ისეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, როგორშიც დღეს ქვეყანა იმყოფება, მიუღებელი და არაადეკვატურია", — აცხადებენ ორგანიზაციაში. მათივე განცხადებით, მერიის გადაწყვეტილება არღვევს საქართველოს კონსტიტუციასაც. "ქალაქ თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რაც გულისხმობს სოციალური სახელმწიფოს პრინციპს და სახელმწიფოს მოუწოდებს, იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე, უზრუნველყოს იგი საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით, ასევე იზრუნოს ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე", — წერია განცხადებაში. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მოუწოდებს თბილისის მერიას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აფრიკის დასახლებაში საცხოვრისების დემონტაჟის მიმდინარე პროცესი. ნგრევის შედეგად დაზარალებული ადამიანები დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადო საცხოვრისით. ორგანიზაციის ცნობით, ქვეყანაში უსახლკაროების, მზარდი სიღარიბის, უმუშევრობისა და უკიდურესად მაღალი ეკონომიკური და სოციალური დაუცველობის ფონზე, ნებართვის გარეშე აგებული შენობები ასობით ოჯახისთვის ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენს. ზამთარში, განსაკუთრებით, COVID-19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც კიდევ უფრო გაზრდილია მოსახლეობის დიდი ნაწილის სოციალური და ეკონომიკური რისკები, სოციალურად ყველაზე დაუცველი საცხოვრისების დემონტაჟით თბილისის მერია არა მხოლოდ არღვევს ადამიანის უფლებებს, არამედ შენობებში მცხოვრებელ პირებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკების წინაშე აყენებს. კოვიდ-პანდემიის გათვალისწინებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერებულია გამოსახლების აღსრულების პროცესი. თუმცა, მორატორიუმი არ ვრცელდება უკანონოდ აგებულ შენობა-ნაგებობების დემონტაჟზე რის გამოც ნგრევის შედეგად დაზარალებული ადამიანები გამოსახლებულად არც კი მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესაძლოა უკანასკნელი თავშესაფარი დაკარგეს. დღეს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს მერიის მიერ უსახლკარო ადამიანების მიმართ მგრძნობელობის არარსებობასა და სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ჯგუფების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობების გაუაზრებლობაზე. მზადაა სამართლებრივი დახმარება გაუწიოს იმ ოჯახებს, რომლებიც მერიის უმძიმესი გადაწყვეტილების შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ. " - წერია განცხადებაში. GDI-ის თქმით, ქვეყანაში არსებული უკიდურესი გაჭირვების, პანდემიისა და სხვა უმძიმესი პრობლემების ფონზე, უსახლკაროთა საცხოვრისის უხეში პოლიციური ძალის გამოყენებით დემონტაჟი, არაჰუმანური და ამავდროულად ცინიკური აქტია. "GDI უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს დღეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფოს ძალადობრივი ქმედებების გამო. მიუხედავად შესაძლო ფორმალური კანონიერებისა, სახელმწიფოს კონსტიტუცია აკისრებს განსაკუთრებულ პოზიტიურ ვალდებულებებს დაიცვას ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა", — წერია GDI განცხადებაში. დღეს თბილისის მერიამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟი დაიწყო. მათი ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა. ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის შეყვანას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც. იყო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ადამიანი.
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)