|
2020-12-15 17:33:18, 575 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: მომღერლები ცუდ მდგომარეობაში არიან და ისინი მონაწილეობას მიიღებენ საახალწლო კონცერტებში
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომღერლები მონაწილეობას მიიღებენ საახალწლო კონცერტებში, რომლებიც, საახალწლოდ, საშობაოდ და ძველით ახალ წელს გაიმართება. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა განმარტა, პანდემიამ კულტურის სფეროს მწვავე პრობლემები შეუქმნა. მისი თქმით, ამ ვითარებაში საჭიროა სოლიდარობა. „კულტურის სფეროს წამომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან? არ მიგაჩნიათ ადამიანებად და თქვენ გგონიათ, მათ არ აქვთ პრობლემები? ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც სერიოზული პრობლემები შეექმნა, არის კულტურის სფერო. მე ადამიანებს არ დავტოვებ მარტო ამ პრობლემების პირისპირ. მაქსიმალურად ექნებათ ჩვენგან ხელშეწყობა და თანადგომა. როდესაც ვსაუბრობთ სოლიდარობაზე, მნიშვნელოვანია, ამ რთულ ვითარებაში ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში. მომღერლები არიან ცუდ მდგომარეობაში და ისინი მიიღებენ საახალწლო კონცერტში მონაწილეობას, რათა, ამ რთულ ვითარებაში, მოსახლეობას შეუქმნან კარგი განწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცახდებით, კონცერტები ასევე გაიმართება შობას და ძველით ახალ წელს. „ეს არ არის ერთი კონცერტი. კონცერტები გაიმართება ასევე შობას და ძველით ახალ წელს. ყველას ანაზღაურება მოხდება. გარდა ამისა, 2021 წლის ბიჯეტში გამოყოფილია 350 მილიონი, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც გაუჭირდა ამ რთულ პერიოდში“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)