2020-12-15 10:02:45, 616 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა
აშშ-მა თურქეთს რუსეთისგან S-400-ის სისტემის შეძენის გამო სანქციები დაუწესა.
ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
მათი განცხადებით თურქეთმა ამ ქმედებით საფრთხე შეუქმნა აშშ-ს სამხედრო ტექნიკასა და შემადგენლობას.
„შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განუმარტა თურქეთს მაღალ დონეზე, რომ S-400-ის სისტემის შესყიდვა საფრთხის ქვეშ დააყენებდა აშშ-ს სამხედრო ტექნიკასა და შემადგენლობას და რუსეთის თავდაცვის სექტორს არსებით კაპიტალს შესძენდა, ამასთან, რუსეთს საშუალებას აძლევდა წვდომა ჰქონოდა თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის ინდუსტრიაზე”, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან