03:31 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-13 15:19:24, 1051 ნახვა

მსოფლიო
აიათოლა ალი ხამენეი ჟურნალისტ რუჰოლა ზამის მკვლელობის ორგანიზატორია - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ჟურნალისტ რუჰოლა ზამის მკვლელობის ორგანიზატორია - ამის შესახებ, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"

#Iran: AmadNews editor #Rohollah_Zam was executed this 12/12. RSF is outraged at this new crime of Iranian justice and sees @ali_khamenei as the mastermind of this execution. RSF had warned @mbachelet and @JavaidRehman about his possible execution since the 23rd of October pic.twitter.com/sRGZRFxe95

— RSF (@RSF_inter) December 12, 2020 ">გავრცელებულ განცხადებაში წერია.
"ჟურნალისტ რუჰოლა ზამის სიკვდილით დასჯა, არის ირანის მართლმსაჯულების მორიგი დანაშაული, რომელსაც ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ხელმძღვანელობს" - წერია განცხადებაში.
ჟურნალისტის სიკვდილით დასჯის მკვეთრი კრიტიკით, გამოვიდნენ საფრანგეთის გერმანიის და ნიდერლანდების მთავრობები. 
"გერმანიის ხელისუფლება შოკირებულია, Amadnews ხელმძღვანელის, რუჰოლა ზამის სიკვდილით დასჯის გამო. ჩვენ თანაგრძნობას ვუცხადებთ, რეჟიმის მიერ მოკლული ჟურნალისტის ოჯახს და მეგობრებს. გერმანიის კანცლერი და მთავრობა, შოკირებულია იმ ფარსით რასაც სასამართლო ერქვა" - წერია გერმანიის მთავრობის ოფიციალურ პოზიციაში.
თეირანში რეჟიმის საგარეო უწყებამ, გერმანიის ელჩი დაიბარა.
ზამი Amadnews-ის ვებ-გვერდს ხელმძღვანელობდა. Amadnews-ი პოპულარული ანტი-სამთავრობო ფორუმია, რომელსაც ირანი 2017-2018 წლის აქციების ხელშეწყობაში ადანაშაულებს. საინფორმაციო ვებგვერდს 1.4 მილიონი გამომწერი ჰყავს Telegram-ზე. Amadnews-მა 2017-2018 წლების აქციების ამსახველი ვიდეო მასალა გაავრცელა. რის შემდეგაც ის ირანის მთავრობამ დაბლოკა.
რუ­ჰო­ლა ზამი 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ა­კა­ვეს, სიკ­ვდი­ლით დას­ჯა კი მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნის­ში მი­უ­სა­ჯეს. ჟურ­ნა­ლის­ტი „გლო­ბა­ლურ კო­რუფ­ცი­ა­ში“, ჯა­შუ­შო­ბა­სა და ირა­ნის მთავ­რო­ბის დამ­ხო­ბის მცდე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.
რუჰოლა ზამი 12 დეკემბერს დილით, თეირანში ჩამოახრჩეს. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics