2020-12-13 14:33:47, 916 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში კოვიდ-19-ის 12 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 12 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას worldometers ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, უკრაინაში კორონავირუსის 885,039 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 14,998 პაციენტი.
ქვეყანაში, ჯამში, 494,001 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,