|
2020-12-13 12:04:19, 697 ნახვა
საზოგადოება
კარლ ჰარცელი - „ევროკავშირმა“ პანდემიასთან საბრძოლველად საქართველოსთვის დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება შეძლო
"ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება შეძლო", - ამის შესახებ "ევროკავშირის" ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის, ანუ საჩუქრის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი - მაქსიმალურად შეღავათიანი სესხის სახით. "სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც მიმდინარე კრიზისის დროს ევროკავშირის მტკიცე სოლიდარობას გამოხატავს საქართველოს მიმართ", - აცხადებს ჰარცელი. . კითხვაზე თუ, რას მოხმარდება ეს თანხა, ჰარცელი პასუხობს, რომ დახმარება ძირითადად ოთხ სფეროზე განაწილდება. თანხის ნახევარზე მეტი მოხმარდება საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად მიმართული ძალისხმევის გაძლიერებას, მათ შორის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებასა და მთავრობის სათანადოდ ფუნქციონირების ფინანსურ უზრუნველყოფას. ამასთან ჰარცელმა აღნიშნა, რომ საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობის დაახლოებით 2 მილიონი ერთეული, მათ შორის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სამედიცინო პირბადეები, სპეციალური ტანსაცმელი და სხვა. აგრეთვე, ისეთი სამედიცინო მოწყობილობები, როგორიცაა სასუნთქი აპარატები. "ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველო დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას მიიღებს, რასაც მე მოუთმენლად ველი. ამ მიზნით, 100 მილიონი ევროს მოცულობის სესხის დიდი ნაწილი ჩვენ უკვე ჩავურიცხეთ საქართველოს. მეორე, ევროკავშირის მხარდაჭერა პირდაპირ მიმართულია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე. ხდება სამედიცინო აღჭურვილობის უზრუნველყოფა, როგორიცაა სასუნთქი აპარატები, სამედიცინო პირბადეები და სამედიცინო პერსონალის გადამზადება. მესამე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოწყვლად ჯგუფებს: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, რომლებიც ამ კრიზისის პერიოდში განსაკუთრებულად დაზარალდნენ. ამ სფეროში ჩვენ ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანების თითოეულ ამ ჯგუფს პირდაპირ მხარდაჭერას უწევენ. გარდა ამისა, ჩვენი განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართულია ეკონომიკური მდგრადობისა და ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერაზე, რაც დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება. გამოვყავით თითქმის 250 მილიონი ლარი ბიზნესებისთვის სესხებზე წვდომის ხელშესაწყობად, აგრეთვე გრანტები ისეთი სფეროებისათვის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სოფლის ეკონომიკური განვითარება, ტურიზმი და პროფესიული განათლება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს მიზნები ჩვენთვის დავისახეთ და სწორედ მათ განხორციელებაზე ვმუშაობთ ახლა", - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. ასევე ევროკავშირის ელჩმა ისაუბრა თემაზე, თუ რა არის ზოგადად "ევროპის გუნდი". "გუნდს წარმოადგენს ევროკავშირი, ანუ ჩვენი 27 წევრი სახელმწიფო და ჩვენი საფინანსო ინსტიტუტები, კერძოდ კი ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ჩვენ საკუთარ თავს "ევროპის გუნდს" ვუწოდებთ, რადგან ამ განსაკუთრებული გამოწვევის დროს, რომელიც პანდემიამ შექმნა, მოგვიწია კიდევ უფრო მჭიდროდ გვემუშავა ერთმანეთთან სრული კოორდინირების უზრუნველსაყოფად და ძალისხმევის შედეგების გასაძლიერებლად. ერთად ვმუშაობთ, როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და მსოფლიო ძალისხმევის ფარგლებში შევძელით 36 მილიარდ ევროზე მეტის მობილიზება მიმდინარე პანდემიის პირობებში მსოფლიოს დასახმარებლად", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)