2020-12-12 21:22:36, 849 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში სომხეთის მხრიდან პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი
აზერბაიჯანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში სომხეთის მხრიდან პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი.
ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
„სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე პროვოკაციული ქმედებები განახორციელა, რასაც ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა მოჰყვა.
აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მხრიდან შესაბამისი ზომები იქნა მიღებული.
ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია”, - ვკითხულობთ აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,