03:30 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-12 13:59:31, 946 ნახვა

მსოფლიო
შვეიცარიამ ალექსანდრე ლუკაშენკოს ფინანსური აქტივები გაყინა

შვეიცარიამ ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ფინანსური აქტივები გაყინა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ლუკაშენკო და მისი ვაჟი იმ 15 ადამიანს შორის არიან, რომლებსაც შვეიცარიაში შესვლა და მოგზაურობა ეკრძალებათ.

აღნიშნული პირები ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებში ძალადობასა და დაპატიმრებებზე არიან პასუხისმგებლები.

„შვეიცარია ღრმად არის შეშფოთებული დაძაბულობით, რის გამოც ბელორუსის მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას დიალოგისკენ მოუწოდებს“, - აცხადებს მთავრობა.

შვეიცარიის მთავრობა დაკავებული პირების გათავისუფლებას და უსაფრთხოების ძალების მიერ განხორციელებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში 9 აგვისტოდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის  მონაწილეები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics