|
2020-12-12 12:10:59, 927 ნახვა
კომენტარი
სოლომონ პავლიაშვილი: შეფუთვის ნარჩენების მართვა ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მიზანს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში, შესაფუთი მასალების სექტორში არსებული პოლონეთის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას მხარდაჭერისათვის და ყურადღება ქვეყანაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტულობის საკითხზე გაამახვილა. „შეფუთვის ნარჩენების მართვა ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მოგეხსენებათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობით შეფუთვის ნარჩენების მართვის ტექნიკურ რეგლამენტებზე მუშაობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით მიიღწევა“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება განვითარებულ ქვეყნებში მთავარ ფინანსურ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლის ქვეყანაში დანერგვაც ხელს შეუწყობს რესურსდამზოგავი ცირკულარული ეკონომიკის განვითარებასა და ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას. შეხვედრის მონაწილეებს, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში, შეფუთვის ნარჩენების მართვის მიმართულებით პოლონეთის გამოცდილება, ნარჩენების მართვის 30 წლიანი გამოცდილების მქონე პოლონელმა ექსპერტმა - პაველ გლუსზინსკიმ გააცნო. „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და პარტნიორი გაეროს სააგენტოების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც თანამშრომლობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან, და კერძო სექტორის განვითარებაში ჩართულ ან მასთან დაკავშირებულ დაინტერესებულ მხარეებთან - საწარმოებსა და მეწარმეებთან, საერთო და დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიული ასოციაციებსა და სავაჭრო გაერთიანებებთან.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)