07:14 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 17:37:12, 522 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობამ მე-10 მოწვევის პარლამენტის წინაშე უფლებამოსილება მოიხსნა

მთავრობამ მე-10 მოწვევის პარლამენტის წინაშე უფლებამოსილება მოიხსნა, რაც საკანონმდებლო ორგანომ ცნობად მიიღო.

პრემიერის არჩევამდე მთავრობა მოვალეობის შესრულებას კვლავ განაგრძობს. 

ახალარჩეული პარლამენტის მხრიდან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლითაა განსაზღვრული.

მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს.

ამასთან, კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარედგინება. ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობას არ გამოუცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს სამი კვირის ვადაში დაითხოვს პარლამენტს და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics