2020-12-11 14:20:49, 457 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს.
პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს პროექტს, რომელის მიხედვითაც, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება ცნეს.
აღნიშნულ საკითხს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანომ, 150 დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნო, მათ შორის, 60 ოპოზიციონერი დეპუტატისაც.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან