|
2020-12-11 12:32:27, 544 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - დიპლომატიური კორპუსის მისამართით გაჟღერებული სამარცხვინო განცხადებები პირველ რიგში უზრდელობაა!
"დიპლომატიური კორპუსის მისამართით გაჟღერებული სამარცხვინო განცხადებები პირველ რიგში უზრდელობაა!“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ გაუგებარია, როცა ამის ფონზე საერთაოშირსო პარტნიორებს ჩვენს შიდა პროცესებში ჩართვას და მედიატორობას ვთხოვთ. „ამ დესტრუქციული კამპანიის ფარგლებში აგრესიის ქარცეცხლში მოყვნენ ისინიც, ვისი როლი ჩვენი სტაბილურობისა და განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. ექიმები და სამედიცინო პერსონალი, რომელთა თავდადება პანდემიასთან ბრძოლის უმძიმეს დღეებში მხოლოდ მადლიერებას იმსახურებს. მათი შეურაცხყოფა ჩვენი შეურაცხყოფაა. მე მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი მათ ყველას მაგივრად. ამ დესტრუქციული კამპანიის მიზეზიც ნათელია - ნდობა, რომელმაც განაპირობა პანდემიის პირველ ეტაპთან წარმატებით გამკლავება, უნდა შეირყეს და შეიცვალოს სკეპტიციზმით, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც მძიმე ვითარებას. დიპლომატიური კორპუსის მისამართით გაჟღერებული სამარცხვინო განცხადებები პირველ რიგში უზრდელობაა! და გაუგებარია, როცა ამავე დროს მათ ვთხოვთ ჩვენს შიდა პროცესებში ჩართვას და მედიატორობას. ეს დაუშვებელია მაშინ, როცა საერთაშორისო თანამეგობრობისგან ქვეყანა ელოდება მეტ თანამშრომლობას და სოლიდარობას. მედია, რომლის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატია, საკუთარ თავს აზიანებს, როდესაც წინ არ აღუდგება პოლარიზებას, ებმება პოლიტიკურ ბრძოლაში და გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად. საკუთარი თავის დისკრედიტაციით მან შეიძლება დაკარგოს ინფორმაციული ფუნქცია და საზოგადოების ნდობა. მისთვის fake ნიუსებიც დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მედიის ვალია, ამ გამოწვევებს პროფესიონალიზმით და მიუკერძოებლობით გაუმკლავდეს, რაც საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა. ამ ჩამონათვალიდან ნათლად ჩანს, რომ დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე არა რომელიმე ერთი ინსტიტუტია, არამედ ყველაფერი, რამაც ეს ქვეყანა დღემდე მოიყვანა და რაზეც დღეს ის და მისი მომავალი დგას. თუ ამას წინ არ აღვუდგებით, მივიღებთ ნდობადაკარგულ, დემორალიზების გზაზე მდგარ, ნიჰილიზმით შემოსილ საზოგადოებას. ამგავრი საზოგადოება ხომ ყველა მტრის მიზანია. ამიტომ ამ ინსტიტუტების დაცვა სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს დაცვა! ეს ყველა ჩვენგანის მოვალეობაა“, - აცხადებს ზურაბიშვილი.
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)