13:40 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 09:06:52, 1032 ნახვა

პოლიტიკა
მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას დღეს გამართავს

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება.

სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.

შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 8 დეკემბერს გამოსცა.

ცესკო-ს, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური სუბიექტი შევიდა, რომელთაგანაც ყველაზე მეტი, 90 მანდატი (60 - პროპორციული წესით, 30 - მაჟორიტარული წესით) „ქართულმა ოცნებამ" აიღო.

დანარჩენ რვა პოლიტიკურ გაერთიანებას შორის კი, მანდატები ასე გადანაწილდა:

„ევროპული საქართველო“ - 72 986 ხმა, 3.79% - პარლამენტში 5 მანდატი

„ერთანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ - 523 127 ხმა, 27.18% - პარლამენტში 36 მანდატი

„პატრიოტთა ალიანსი“ - 60 480 ხმა, 3.14% - პარლამენტში 4 მანდატი

„ლეიბორისტული პარტია“ - 19 314 ხმა, 1% - პარლამენტში 1 მანდატი

„მოქალაქეები“ - 25 508 ხმა, 1.33% -  პარლამენტში 2 მანდატი

„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 60 671 ხმა, 3.15% - პარლამენტში 4 მანდატი

„გირჩი“ - 55 598 ხმა, 2.89%  პარლამენტში 4 მანდატი

„ლელო საქართველოსთვის“ - 60 712ხმა, 3.15%, პარლამენტში 4 მანდატი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
ცენზურის დაწესებისას, შსს-ს შეეძლება, თავად შეაგროვოს ინფორმაცია, ან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წამოიწყოს კონკრეტული საქმეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics