2020-12-10 18:41:23, 608 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციის ერთობლივ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს
უკვე სამჯერ მაქვს მოწერილი ხელი რაღაც დოკუმენტზე, საბავშვო ბაღი ხომ არ არის? - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ოპოზიციის ერთობლივ დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები ხელს ხვალ მოაწერენ.
როგორც მან აღნიშნა, თავად კვლავ ბოიკოტის რეჟიმში დარჩება.
„უკვე სამჯერ მაქვს მოწერილი ხელი რაღაც დოკუმენტზე და საბავშვო ბაღი ხომ არ არის? რამდენჯერ უნდა ვაწერო ხელი? არ მჭირდება არაფერზე ხელის მოწერა. ვამბობ, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვარ და გასაგებია ყველაფერი. განცხადება იქნება ჩემი მხრიდან დასაწერი და იმ განცხადებას დავწერ და ჩავაბარებ სადაც საჭიროა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,