06:53 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-10 16:55:30, 711 ნახვა

საზოგადოება
კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებით უზრუნველყოფის უპრეცედენტო პროექტი

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმის ფარგლებში, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებით უზრუნველყოფის უპრეცედენტო პროექტზე მუშაობა დასრულდა. უწყება 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებს შეისყიდის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადასცემს. მოქალაქეებს კლინიკებისთვის მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა მოუწევთ. პროექტის განხორციელება კი 2021 წლის იანვრიდან დაიწყება.

პროცედურის თანახმად, სამედიცინო დაწესებულება კონკრეტულ პაციენტზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში ელექტრონულ განაცხადს გააკეთებს, რომლის საფუძველზეც კლინიკას კარდიოვერტერ-დეფიბრილატორს გადასცემს.

ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა „არითმოლოგთა ასოციაციასთან“ ერთად, დეტალურად განსაზღვრა ის მახასიათებლები, რასაც მაღალი ხარისხის კარდიოვერტერ-დეფიბრილატორები უნდა აკმაყოფილებდეს, შემუშავდა სატენდერო კრიტერიუმები და განხორციელდა ფასთა კვლევა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი მიმდინარე წლის 7 დეკემბერს  გამოვლინდა.

 „შევჯერდით საერთაშირისო სტანდარტებზე და გავითვალისწინეთ პაციენტების ინტერესები. ეს  კომპანია სამედიცინო ტექნოლოგიებში არის მოწინავე. შესყიდვის საერთო ჯამური ღირებულება  2 566 180 ლარს შეადგენს, საუბარია 224 ერთელ ერთ, ორ და სამკამერიან კარდიოვერტერ-დეფიბრილატორზე.

წინა პერიოდში მოქალაქეებს აღნიშნულ პროცედურაში 17 000-დან 19 000 ლარამდე გადახდა უწევდათ. აღნიშნული პროექტით კი მათ მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ჯიბიდან გადასახდელი თანხა. სამედიცინო აპარატები სპეციალური განაცხადის საფუძველზე,  კლინიკებს ცენტრალიზებულად მიეწოდებათ. ბენეფიციარებს მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა მოუწევთ, რაც საშუალოდ 3000-დან 3500 ლარს შეადგენს. ასევე, დაგეგმილია ამ პროგრამით მოსარგებლეთა კატეგორიის გაფართოებაც“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე  ტიკარაძემ.

პროექტი მთავრობის 520-ე დადგენილებას  უკავშირდება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ცვლილებამ სამედიცინო მომსახურების ღირებულებაზე პაციენტის თანაგადახდის წილი საგრძნობლად შეამცირა.

აშშ-ის ავტორიტეტული კომპანიის მიერ წარმოებული კარდიოვერტერ-დეფიბრილატორები ბევრ წამყვან კლინიკაშია აპრობირებული და სპეციალისტების მხრიდან დადებითი შეფასებით სარგებლობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics