2020-12-10 16:01:26, 466 ნახვა
პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებელი“ პოლიტსაბჭოს ფორმატში მანდატების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობს
„სტრატეგია აღმაშენებელი“ პოლიტსაბჭოს ფორმატში მანდატების შეწყვეტის თაობაზე მსჯელობს.
როგორც პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ორივე პოზიციას აქვს თავისი არგუმენტი, რის გამოც გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოზე მიიღებენ.
„ვიმსჯელებთ დღეს და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. ორივე პოზიციას აქვს თავისი არგუმენტები და ამიტომ გადავწყვიტეთ პოლიტსაბჭოს ფორმატში ყველა დავჯდებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ოპოზიციაში ყველაფერზე ერთნაირი პოზიციები არ არის. ვერავინ ვერ შეძლებს თავისი აზრი სხვას თავზე მოახვიოს, ყველას აქვს საკუთარი განრიგი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,