02:12 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-10 13:39:57, 536 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება.

დემონსტრანტები მთავრობის სახლთან არიან შეკრებილნი. მათმა ნაწილმა, ერთ-ერთი გამზირისკენ მიმავალი გზა გადაკეთა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.

როგორც ცნობილია, დემონსტრანტები ითხოვენ, მიიღონ ახსნა განმარტება პრემიერ-მინისტრისგან, თუ რატომ ჩააბარა მან მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ გამოსვლები 10 ნოემბრიდან დაიწყო, მანამდე კი, 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერმა, რუსეთის პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მთაიანი ყარაბაღის ტერიტორია აზერბაიჯანს გადაეცა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics