2020-12-10 09:42:31, 512 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 69 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 69 მილიონს გადააჭარბა და ამ დროისთვის რეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობა 69 239 671-ს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაციას Worldometes ავრცელებს.
მათი მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სულ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 47 994 611 პირი, ხოლო გარდაიცვალა 1 575 810 პაციენტი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან