2020-12-09 22:26:29, 1060 ნახვა
მსოფლიო
ევროპის წამლის სააგენტოზე, სადაც კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მოწმდება, კიბერშეტევა განხორციელდა
ევროპის წამლის სააგენტოზე, სადაც კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მოწმდება, კიბერშეტევა განხორციელდა, - აღნიშნულ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით თავად ევროპის წამლების სააგენტომაც გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ სააგენტომ უკვე დაიწყო სამართალდამცველებთან თანამშრომლობა და საქმეზე გამოძიება.
როგორც ცნობილია, ევროპის წამლის სააგენტოში კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინის შემოწმება მიმდინარეობს, რომელთა შორისაცაა BioNTech / Pfizer-ის ვაქცინა, რომლის შემოწმებასაც 29 დეკემბრისთვის დაასრულებენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან