2020-12-09 20:09:45, 701 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - გიგა ბოკერია დღითიდღე თბილისელ კობა ხაბაზად ყალიბდება
გიგა ბოკერია დღითიდღე ყალიბდება თბილისელ კობა ხაბაზად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„გიგა ბოკერია ნამდვილად არ არის საინტერესო, იგი არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება, ადამიანმა გააუბედუროს საკუთარი პარტია. შეგვიძლია, პოლიტტექნოლოგიების სასწავლო სახელმძღვანელოშიც კი შევიტანოთ მაგალითად. რასაც ვუყურებთ, დღითიდღე ბოკერია ყალიბდება თბილისელ კობა ხაბაზად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან