2020-12-09 14:15:23, 722 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე ე.წ. მესამე ცენტრის ჩამოყალიბებას აანონსებს
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ე.წ. მესამე ცენტრის ჩამოყალიბებას აანონსებს.
მისი თქმით, ახლა საჭიროა მესამე მძლავრი ცენტრის შექმნა, რათა ქვეყანამ ნორმალური განვითარება დიაწყოს.
„დღეს არის ორი დიდი ცენტრი, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა. ახლა საჭიროა, მესამე მძლავრი ცენტრი იმისათვის, რომ ქვეყანამ ნორმალური განვითარება დაიწყოს. ჩვენი გზები გაიყო. მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ არის 30%-იანი მხარდაჭერის რესურსი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ორივე მხარე დავამშვიდოთ და იყოს რესურსი ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბებისთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,