2020-12-09 11:49:11, 964 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსტინი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად დაასახელა
ჯო ბაიდენმა გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსტინი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად დაასახელა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ გენერალი სამაგალითო ხელმძღვანელი და სარდალია.
„გენერალმა ოსტინმა აჩვენა სამაგალითო ხელმძღვანელობა, ხასიათი და სარდლობა“, - განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ თუ სენატი ლოიდ ოსტინს დაამტკიცებს, ის პირველი შავკანიანი იქნება, რომელიც პენტაგონს უხელმძღვანელებს.
ლოიდ ოსტინი 2013-2016 წლებში აშშ-ს ცენტრალური სამეთაური შტაბის უფროსი იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,