2020-12-08 15:02:18, 1232 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება - დემონსტრანტებმა ქუჩები გადაკეტეს
სომხეთში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. დემონსტრანტებმა მიასნიკიანის გამზირი გადაკეტეს.
აღნიშნული ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 დეკემბრის 12:00 საათზე ამოიწურა ოპოზიციის მიერ ნიკოლ ფაშინიანისთვის წაყენებული ვადა, მის გადადგომასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები 10 ნოემბერს დაიწყო, როდესაც ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე კაპიტულაცია ამოაცხადა და აზერბაიჯანთან რუსეთის შუამავლობით შეთანხმება გააფორმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან