2020-12-08 09:24:20, 629 ნახვა
მსოფლიო
დღეიდან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება
დღეიდან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება
ქვეყანამ ვაქცინა გუშინ, 7 დეკემბერს მიიღო.
საუბარია Pfizer/BioNTech-ის ერთობლივ ვაქცინაზე, რომელსაც საავადმყოფები, სავარაუდოდ, 10 დღის ვადაში მიიღებენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ვაქცინის 100 მილიონი დოზა შეუკვეთა.
აცრა ორეტაპიანია და ვაქცინის ორი დოზაა საჭირო, შესაბამისად დიდი ბრიტანეთი 50 მილიონი ადამიანის აცრას შეძლებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,