17:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 10:33:00, 543 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო ყოფილი პატიმრების ბიზნესიდეების დაფინანსებას რეგიონებში განაგრძობს

იუსტიციის სამინისტრომ ყოფილ პატიმართა ბიზნესიდეების დაფინანსებისათვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაციები საგრანტო დაფინანსების ფარგლებში ყოფილ პატიმრებს  მცირე ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებაში დაეხმარებიან, შეასწავლიან ბიზნესის მართვას.

გარდა ამისა, საუკეთესო ბიზნესინიციატივის ავტორებს მის განხორციელებაშიც შეუწყობენ ხელს. საგრანტო კონკურსის დასაფინანსებლად იუსტიციის სამინისტრომ 85 000 ლარი გამოყო. ბიზნესიდეები დაფინანსდება იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში. საგრანტო განაცხადი იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ ყოფილ პატიმართა ბიზნესიდეების დაფინანსებისათვის საგრანტო კონკურსი იუსტიციის სამინისტრომ მესამედ გამოაცხადა. მის ფარგლებში, ჯამში,  21  ბიზნესიდეა უკვე დაფინანსდა. 2014 წელს საკუთარი იდეების განხორციელება 5-მა ყოფილმა პატიმარმა შეძლო. შარშანდელი წარმატებული შედეგების გათვალისწინებით, წელს საკუთარი ბიზნესიდეების რეალიზაციის საშუალება იუსტიციის სამინისტრომ უფრო მეტ ყოფილ პატიმარს მისცა. 2015 წელს  საგრანტო პროგრამის ფარგლებში 16 ბიზნესიდეა (სოფლის მეურნეობა, წარმოება, მომსახურება) თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში დაფინანსდა, რომლებიც წარმატებით მიმდინარეობს.

საგრანტო კონკურსს ადმინისტრირებას იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ გაუწევს, რომელიც   „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ 2012 წლიდან, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ახორციელებს.  პროგრამის  მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად; ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა კი საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცულობის წინაპირობაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics